"რომ მახსენდება ახალი წლის მოახლოება, ტვინში სისხლი მექცევა"

"რომ მახსენდება ახალი წლის მოახლოება, ტვინში სისხლი მექცევა"

ნინო ნადირაძესთან ინტერვიუ საახალწლო თემაზე ჩავწერეთ. მართალია, ჩვენს რესპონდენტს ახალი წელი არ უყვარს, მაგრამ ალბათ ისიც საინტერესოა, რას აკეთებენ ასეთი ადამიანები 31 დეკემბრის ღამეს, ვისაც ეს დღესასწაული სულაც არ უქმნის საზეიმო განწყობას. ჩვენი ინტერვიუ საახალწლოდ ვერ განგაწყობთ, მაგრამ წაკითხვისას ნამდვილად კარგად იხალისებთ.

- რომ მახსენდება ახალი წლის მოახლოება, ტვინში სისხლი მექცევა. ჩვენ ახალ წელს ასეთი ტრადიცია გვაქვს: ვიკრიბებით ყველა ივასთან და მიდის სამზადისი, გოჭები, ნიგვზები, საცივები, კუჭმაჭები და ა.შ. ყველაფერს ვამზადებ, ვიქცევი ხოლმე მზარეულად. ივას ძალიან უყვარს ეს ტრადიცია და ვერაფრით ვერ მოვურღვევ, იმიტომ, რომ ივა ისეთი მამამთილია, რომ მითხრას, ვირი დაკალიო, მაგასაც შევუსრულებ (იცინის) და წელიწადში ერთხელ სუფრის გამზადებაზე ხომ საერთოდ არ დავალაპარაკებ... ივას ძალიან უყვარს ახალი წელი, ნაძვის ხე, ასეა ჩემი ქმარიც, მე კიდევ ამ დროს ვზმუი, რადგან ნიგვზებს და ხორცებს ვაკეთებ.

- როგორც ვხვდები მთელ შენს კულინარიულ შესაძლებლობებს მამამთილის სამზარეულოში ხარჯავ წინასაახალწლოდ. - კი, ნამდვილად, ივას თხოვნით სუფრას გავძეძგავთ ხოლმე და ვართ კმაყოფილები იმით, რომ ივა კმაყოფილია. - როგორც ვხვდები, კარგი მამამთილია. მინდა გკითხო ზოგადად, რძალსა და დედამთილ-მამამთილს შორის კარგ ურთიერთობას ვინ განაპირობებს? - ჩემი აზრით, ეს ორივე მხარის დამსახურებაა. მათგან ყოველთვის სითბოს ვგრძნობდი და მეც ყურადღებიანი ვიყავი და ვარ მათ მიმართ. გუგას მშობლები რაღაც სხვანაირები არიან, საყვარლები, თბილები, მენტალურად ერთ მხარეს ვდგავართ და არ გაგვიჭირდა ურთიერთობის აწყობა. რაც მამაჩემი გარდაიცვალა, ერთადერთი ივა დამრჩა, ვინც მამობას მიწევს. კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ურთიერთგაგებასა და ერთმანეთზე ზურნვაზეა დამოკიდებული, ერთმა მხარემ რაც არ უნდა გააკეთოს, თუ მეორე არ უწყობს ხელს, არაფერი გამოვა, ორივე მხარემ უნდა ჩადოს შრომა კარგი ურთიერთობისათვის. - ქმარს რა წვლილი მიუძღვის ცოლისა და მისი მშობლების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში? - მე და გუგა თუ ვიჩხუბებთ, კლავენ გუგას.

განაგრძეთ კითხვა

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

"თამბაქოს ინდუსტრია ექიმებისგან მოითხოვს, მწეველს მომაკვდინებელი პროდუქტი გამოუწერონ" -  "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"

"სასამართლო გადაწყვეტილება პანსიონის ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს... მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება" - რას გეგმავს ომბუდსმენის აპარატი