იყო თუ არა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პიროვნული დაძაბულობა - პასუხები კითხვებზე რომელიც ხალხს აინტერესებს

იყო თუ არა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პიროვნული დაძაბულობა - პასუხები კითხვებზე რომელიც ხალხს აინტერესებს

ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მას ირაკლი ღარიბაშვილთან.

იხილეთ ვიდეო

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ესმის რომ ეს კითხვები საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მათი უმეტესობა მას არ ეხება.

"მე მესმის, რომ ეს კითხვები საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რეალურად ამ კითხვების უმეტესობა ჩემთან არ არის. მე გეტყვით რა დამოკიდებულება მქონდა. ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. თქვენ ალბათ, გინახავთ, როდესაც საზოგადოებაში ერთანეთს ვხვდებოდით, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ამასთან ერთად, ორი წლის განმავლობაში ჩემგან იყო მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ძირითადში წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან და საერთოდ, მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, ის, რომ "ქართულ ოცნებასთან" ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხდა შეხვედრა. ასევე მარგველაშვილმა 3-ჯერ ითხოვა მთავრობის სხდომაზე დასწრება, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. პრეზიდენტმა ამ კონტექსტში უშიშროების საბჭოს სხდომებზე პრემიერ-მინისტრის დაუსწრებლობის საკითხიც დაასახელა.

"ერთი ასეთ მცდელობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალას შევხვდი ერთი წლის განმავლობაში, ყველა ინტერეს ჯგუფს. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც დღემდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის და არ მიფიქსირებს, რომ ჩვენ ეს საერთო სალაპარაკო თემა გვაქვს, ეს არის, სამწუხაროდ, "ქართული ოცნება", მათ შორის, მინისტრები. სამჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა, კონსტიტუციურად მე ამის გაკეთების უფლება მაქვს. სამჯერვე პასუხი არ ყოფილა უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მთავარი საკითხავი გახდა, ვინ დაესწრება და ვინ - არა და არა ის, რაზეა იქ საუბარი. ჩვენ ვიცით სამწუხარო პრაქტიკა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე პარლამენტში და ა.შ. ანუ ეს იყო მუდმივი მცდელობა, რომ ვილაპარაკოთ, ვიურთიერთოთ, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებმა, განსაკუთრებით, უშიშროების საბჭოზე, რადგან ის არის ერთადერთი ფორმატი, სადაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ერთმანეთს ხვდებიან და თათბირობენ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. იყო ეს და იყო ამის წაყრუება. სხვა დაძაბულობა, პიროვნული სირთულე არ ყოფილა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, მარგველაშვილის თქმით, ის ხედავს, რომ საქართველომ ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთლიანად როგორც ქვეყანამ და ბუნებრივია, რომ ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობასაც და მის თავმჯდომარესაც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."