ირაკლი კაკაბაძე დაკითხვაზე დაიბარეს

ირაკლი კაკაბაძე დაკითხვაზე დაიბარეს

ირაკლი კაკაბაძე ხვალ შსს-ში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" კაკაბაძემ განუცხადა, ის დაკითხვაზე 12:00 საათზე, ადვოკატებთან ერთად გამოცხადდება. მისივე თქმით, არ იცის, რა თემაზეა დაკითხვაზე დაბარებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. საქართველოს იუსტიციის საბჭოს შენობის წინ 25 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. ისინი მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ბეჟან გუნავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულები და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა მოითხოვა, რისთვისაც პოლიციის თანამშრომლებს ვადა 2016 წლის 14 იანვრამდე მისცა. რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძეს, ის ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ