ბატონი პუტინის მოწოდება დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები - პაატა ზაქარეიშვილი

ბატონი პუტინის მოწოდება დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები - პაატა ზაქარეიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მოწოდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დაეხმარება, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და საქართველოსთან რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე წამოვიდნენ.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ოსურ მხარესთან ვერა, თუმცა მოახერხა ქართულ-აფხაზური ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა.

"მე და გია ვოლსკის რამდენჯერმე მოგვიწია ასეთ შეხვედრაზე ჩასვლა, ძალიან ძნელად მიდის პროცესი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი. ქართული მხარე ყოველთვის სოლიდური შემადგენლობით მონაწილეობს, ამას ვერ ვიტყოდი მეორე მხარეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სურვილია, ორმხრივი კონტაქტებში იყოს საკითხები განხილული და არა ტელევიზორით ველაპარაკოთ ერთმანეთს. რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს ჩვენს მონდომებას. ის კი არა, ამასწინათ ბატონმა პუტინმა, შეიძლება ითქვას, მოუწოდა აფხაზებს და ოსებს, რომ მათი საკითხები უნდა მოგვარდეს ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ ოსურ დონეზე. მე მიმაჩნია, რომ ეს დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რომ თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და წამოვიდნენ რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე", - განაცხადა პააატა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."