"უკრაინული WikiLeaks"-ის ახალი ჩანაწერი: "სააკაშვილი და ერდოღანის ვაჟი ISIS-თან ერთად ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი"

"უკრაინული WikiLeaks"-ის ახალი ჩანაწერი: "სააკაშვილი და ერდოღანის ვაჟი ISIS-თან ერთად ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი"

პორტალი УКРАИНСКИЙ WikiLeaks-ი ახალი აუდიოჩანაწერის სტენოგრამას აქვეყნებს, რომელიც, ავტორთა მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საუბრის სტენოგრამას წარმოადგენს. სტენოგრამას საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი არ ახლავს. 27 დეკემბერს გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კეზერაშვილს ესაუბრება, შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვაჟს, ბილალ ერდოღანს ურეკავს. საუბრის თემა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სქემაა, რომელშიც, პუბლიკაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ბილალ ერდოღანი და "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, ასევე ვინმე ძმები მაჭალიკაშვილები არიან ჩართულები. გთავაზობთ სტენოგრამას უცვლელად:

"მ. დავით! აქ ვიყოთ ჯობია, იქ არ იჭერს და სასწრაფოდ უნდა შევატყობინო ეგ ბილალას, მელოდება.

კ. როგორც გითხარი ეხლა დალაგდა. ერთი თვის წინ ყველაფერს აკეთებდნენ თურქეთში, დაჭრილები პირდაპირ მიყავდათ გაზანტეპში, იქ მუშაობდნენ თურქი ტრანსპანტოლოგები, მაგრამ სუსტები არიან, უკრაინულ კამანდასთან შედარებით, ბევრი ორგანო გააფუჭეს. ეხლა რაც დაიძაბა სიტუაცია რუსეთთან, აირია საქმე. რაქშიც (ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქი) დაზიანდა მოსამზადებელი ცენტრი, დაბომბა და საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა. სვეჟი ტრუპების და დაჭრილების გადაყვანა გართულდა, თან თურქებს ეშინიათ, რომ არ გასკდეს და მაგათ არ დაბრალდეს ორგანოებით ვაჭრობა.

მ. მერე რა ქენით! ისლამური სახელმწიფოს იმამთან, თუ ხალიფასთან რა ქენით?

კ. ეს მოგვარებულია უკვე მაჭელიკაშვილებმა მოაგვარეს. ბაღდათის უთქვამს, ორგანოების საკითხი შენ ჩაიბარეო, ტყვეებს იძლევა, ვიზეც არავინ იხდის გამოსასყიდს ხო იცი და ასევე ევროპიდან ჩასულ უპატრონოდ დარჩენილ ქალებსაც აძლევს. რუსლანი ხომ გახსოვს მაგარია რა, ყველაფერი მოაგვარა უკვე, ყველა რაზმში საკონტაქტო პირები ყავს, ქალების სია მოამზადა 123, ტყვეები 96 კაცი არის უკვე და ოპერატიული ჯგუფები დააკომპლექტა, მასალა რომ არ გაფუჭდეს. ამის თანხები პირველი პარტიიდან დავუტოვე. რაც მთავარია ტარიფებზე შეთანხმდნენ. კაროჩე ხალიფას უთქვამს, რომ ამ საქმიდან დაიშის შემოსავლები უნდა გაიზარდოსო, ასევე ვინც ხოდში წავა და ოჯახები იქ ცხოვრობენ თანხა უნდა მიეცესო, დახმარებაო. ისინი დახოცილებად გამოცხადდებიან იქ და ამიტომ.

ეს ელისაბედა რომ გაუშვით ხალიფათში, რეალურად გიჟია რა, ტრანსპლანტოლოგები კი მოამზადა, მაგრამ ორჯერ დაიჭირეს, სახე გახსნილი დაიარებოდა, მესამეჯერ რომ მოხვდეს შეიძლება ჩაქოლონ. ეხლა მასალა რომ შემცირდა, დაკრა ფეხი და წავიდა. რუსლანს და რამზანას ველაპარაკე გუშინ მიშა, და ელოდებიან ელიზს და საზღვარზე გადატანის მოგვარებას.

მ. ბილალა ერდოგანი ელოდება ჩემ ზარს, მაგას თავისი გენერალი ყავს ამისთვის მზად, სპეც მანქანები იქნება საზღვრის გადაკვეთისთვის და თურქი სამხედროები გადაიტანენ. მაგან მითხრა ავია გადაზიდვა ადანადან მოხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თურქული ცენტრი აღარ იმუშავებს და რაკში გაკეთებული ტრანსპლანტოლოგიის ცენტრზე იქნება მთელი დატვირთვა, საზღვარს მარტო ორგანოები გადაკვეთავს და ადანადან ამსტერდამში წავა ძირითადი ტვირთი. ხალიფამ რაც თქვა, ყველაფერი დაუკმაყოფილეთ, ეგ სიტყვის კაცია ალბათ. შენ მითხარი თურქეთში როდის წახვალ.

კ. მე ხვალვე წავალ თუ იტყვი, მითხარი სად!

მ. კაი მოიცა, დაურეკავ ეხლა!

- მ. სლამ ბილალ ბეი

- მ. Yes, everything is OK.

- მ. How are you?

- მ. OK, I understand. He can come tomorrow.

- მ. OK, On Monday He will be in Iskenderun.

- მ. Ok, I am noting.

- მ. When David will arrive he will call your man.

- მ. Give my respect to your father mister Taip.

- მ. Ok, I’ll see you in the end of January.

მ. ეს გადაიწერე. სტამბულში რომ იქნები მაგ კაცს დაურეკე და ისკანდერუნში დაგხვდება. ეგ ბილალას ახლობელი გენერალია და ამ თემაზე არის პასუხისმგებელი. ყველაფერი დაალაგე იქ და იცოდე მაგ ოჯახთან არ შემარცხვინო. ერდოგანმა ყირიმის თათრების დაფინანსება დაიწყო და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

კ. მიშა ეს გასაგებია, მაგრამ ელისაბედი სირიაში თუ არ დავაბრუნე, არ აეწყობა ეგ საქმე. სანდრას უთხარი, ისე არ წამოვა. რუსლანა და რამზანას დავიბარებ ისკანდერუნში და იმათ გავაყოლებ.

მ. ურეკავ და არ იღებს რა. გამიტრაკა რა, მებუტება პატარა ბავშვივით. ესემესი მივწერე და მიპასუხებს. შენ ეხლა ის მითხარი, მიახლოებით თვეში ბრუნვა 12 მილიონამდე გაგვეზრდება? იქნებ გოგოების ჩაყვანა გავააქტიუროთ. ეს ექსკლუზიურ შეკვეთებს გაგვიზრდის, სანდრას ესეთი შეკვეთები ბევრი აქვს, თან ქალების რეზერვი გვექნება და უნარჩენოდ, კომპლექტში გაიყიდება.

კ. მაგაზე მეტი უნდა გამოვიდეს. გოგოების დავერბოვკების თემას თუ დავაფინანსებთ ქალების რესურსი გაიზრდება და სტაბილურად გადავანაწილებთ მოთხოვნის მიხედვით. ყველაზე მეტი გოგოები რუსეთიდან და უკრაინიდან მოდის. დავერბოვკების ორგანიზება უკრაინიდანაც შეიძლება. მიშა გეხვეწები სანდრასთან დაარეგულირე რა, ამსტერდამის გამანაწილებელი რომ ჩაგვეკეტოს, ეს სქემა აღარ აეწყობა.

მ. ხომ გითხარი დავკავშირდები და შეგატყობინებ. შენ ელიზ დებრუკი გააფრთხილე მაინც დღესვე, რომ სტამბულში შეგხვდეს.

კ. კაი, მივხედავ ამ საქმებს, ხვალვე წავალ, ორშაბათს ისკანდერუნში რომ ვიყო. კიდე, ხო ზურამ მითხრა ხიდაშელს ოცნებაში ხმები არ უგროვდება და ჩვენი ფრაქციის ხმები ჭირდებაო.

მ. ეს სირქალა უნდა გავიყვანოთ აუცილებლად მინისტრად. ეხლა შენ საქმეს მიხედე და მოგვიანებით, ესე ათის მერე ზურასთან ერთად შევიკრიბოთ. კაროჩე გეტყვი რა, სადაც!" - სტენოგრამის დასასრული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."