"ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდება, როგორიც მამაჩემია" - ჯანეტ ქერდიყოშვილი საკუთარ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს

"ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდება, როგორიც მამაჩემია" - ჯანეტ ქერდიყოშვილი საკუთარ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს

"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი, ლას-ვეგასიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. თუმცა, საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე 15 საუკეთესო გოგონას შორისაც ვერ მოხვდა.

მოდელის მიერ გუშინ, AMBEBI.GE-თან გაკეთებულმა განცხადებამ მამისა და საყვარელი მამაკაცის შესახებ, მთელი საქართველო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ამის გამო, იგი საკუთარ სიტყვებს კიდევ ერთხელ განმარტავს:

"ჩემო ძვირფასებო ! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო ! რამდენნი ვყოფილვართ.

თქვენ გაგახარათ ღმერთმა !

არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში.

უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი , მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას .

ან არ უნდა მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წეს-ჩვეულებებით, ადათ-წესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ ( რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ . პირიქით რაც ახალია,გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი ,იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ!

რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულზე, ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე ,რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდებათქო ,როგორიც მამაჩემია,ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე ესაა ჩემი ბოლო კომენტარი.

"კაცს ისე უნდა ვუყვარდე, როგორც გოგო უყვარს მამას" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ლას-ვეგასური შთაბეჭდილებები და პასუხი კრიტიკოსებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება