ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი კითხვაზე, - რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი?!" - ღარიბაშვილს გაერო-ში გაუშვებენ?

ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი კითხვაზე, - რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი?!" - ღარიბაშვილს გაერო-ში გაუშვებენ?

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დაამტკიცება რამდენიმე დღეში მოახერხა.

საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი 29 დეკმებრის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა". გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროშია, სადაც მინისტრის პოსტი თვითონ კვირიკაშვილს ეკავა, დღეს საგარეო უწყების თავკაცი უკვე მიხეილ ჯანელიძეა, თუმცა ამბობენ, რომ ის ამ პოსტს დროებით შეინარჩუნებს და უახლოეს მომავალში კვირკაშვილი გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს, რასაც დაგვპირდა კიდეც.

ამჯერად მან პარლამენტში გამოსვლისას, აქცენტი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე გააკეთა.

"ეროვნული ფორმის" წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე კვლავაც დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის მიზეზით, - "უნდა ვიცოდეთ, საქართველოს პრემიერ მინისტრი რატომ წავიდა", - განაცხადა მან.

"აქ არ არის პერსონაზე - ირაკლი ღარიბაშვილზე ლაპარაკი, ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება ვართ ერთსულოვანი, რადგან ამ დარბაზში რამოდენიმე კაცმა იცის, რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება ამისთვის მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ წავიდა პრემიერ-მინისტრი. ის ვერსია, რომ იქმნება პრეცედენტი, პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არ არის დამაჯერებელი და მიუღებელიცაა.

გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დააანონსა, რომ მალე წავიდოდა პოლიტიკიდან. მაგრამ არა მგონია, რომ პრემიერ-მინისტრებმა ასეთი პირობა უნდა დადონ მომავალში. საქართველოს ეს არ სჭირდება. კეთილი უნდა ვინებოთ და მთავრობამაც და პარლამენტმაც, თითოეულმა მოქალაქემ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქმედებაზე", - განაცხადა სანიკიძემ.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."