თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. "როიტერსის" ცნობით, დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ცხედრები ეგეოსის ზღვამ გამორიყა. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ ჩასვლას.

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ამჟამად ზღვაში სამი ნავი და ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ისინი გადარჩენილ მიგრანტებს ეძებენ. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა