ჩრდილოეთ კორეის ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი

ჩრდილოეთ კორეის ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი

ოთხშაბათს, 6 დეკემბერს ჩვეული ტონით რი ჩუნ-ჰიმ კორეის ცენტრალური ტელევიზიით მაყურებელს აუწყა, რომ ახალი ამბები ჰქონდა და მთელი გრძნობითა და სიამაყით განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა წყალბადის ბომბი.

ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, როგორც ცნობილია, 1943 წელს დაიბადა და თავდაპირველად მსახიობობისთვის ემზადებოდა, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ, 1971 წელს, ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა.

მას შემდეგ უკვე 40 წელია, რაც ის საზოგადოებას ატყობინებს სხვადასხვა სახის ახალ ამბებს. რი ჩუნ-ჰი იყო ის ადამიანი, ვინც 1994 წელს ლიდერ კიმ ირ ირის გარდაცვალების ამბავი სულ ტირილ-ტირილით გამოაცხადა.

2012 წელს 69 წლის ტელეწამყვანმა CCTV-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მზად იყო, დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა.

"ძალიან ბევრი ქალი წამყვანია, რომლებიც ახალგაზრდები და ლამაზები არიან და უფრო შესაფერისები მაყურებელთა თვალისთვის", - განაცხადა რი ჩუნ-ჰიმ.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს