ვინ ჩართო ბერამ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ კამპანიაში

ვინ ჩართო ბერამ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ კამპანიაში

რეპერი ბერა ივანიშვილი ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას სოციალურ ქსელში აქტიურად გულშემატკივრობს. რეპერმა კალათბურთელის მხარდასაჭერ აქციაში მეგობარი, ცნობილი მომღერალი და პროდიუსერი Maejor-ი ჩართო.

"მადლობა ჩემს მეგობარ Maejor-ს გვერდში დგომისთვის. გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს და გამოვიყენოთ!

გააზიარეთ და დააკომენტარეთ #NBAVOTE Zaza Pachulia", - წერს ბერა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მომღერალი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე საკუთარ follower-ერებს ქართველი სპორტსმენის მხარდაჭერას სთხოვს.

ცნობისთვის, Maejor-ს "ინსტაგრამზე" 774 000 follower-ი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში რეგულარულ ჩემპიონატში ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება "ყველა ვარკსვლავის" მატჩი (ALL STAR), სადაც მონაწილეობას იღებენ ცნობილი კალათრბურთელები, "ყველა ვარსვლავის" მატჩის კალათბურთელების ნაწილს ირჩევს გულშემატკივარი, ნაწილს კი - მწვრთნელები. გუნდები დაყოფილია აღმოსავლეთ და დასავლეთ გუნდებად, რომელიც შესაბამისად ივსება დასავლეთ და ღამოსავლეთ კონფერენციებში მოასპარეზე გუნდების კალათბურთელებით, მატჩი არის სანახაობრივი სახის და შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მატჩის შემდეგ ტარდება სხვადასხვა შეჯიბრი - 3 ქულიანების ტყორცნაში, ლამაზად ჩატენვაში და ა.შ.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება