ნუგზარ წიკლაური - "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება უმძიმეს საფრთხედ გადაიქცევა საქართველოს სუვერენიტეტისთვის

ნუგზარ წიკლაური - "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება უმძიმეს საფრთხედ გადაიქცევა საქართველოს სუვერენიტეტისთვის

"გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "სოკარ ჯორჯიას" გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არანაირი ეკონომიკური ლოგიკა, რომ საქართველომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები განაგრძოს.

"გამომდინარე "სოკარ ჯორჯიას" განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არანაირი ეკონომიკური ლოგიკა, რომ საქართველომ განაგრძოს მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და გაზარდოს ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად, თუკი ეს მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდა და თუ ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა "გაზპრომს", რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამას განვიხილავთ "გაზპრომის" ყველაზე დიდი აქციონერის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი გამდიდრების მიზნით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლის განცხადება, სადაც აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მოაწოდოს.

"ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ყველა ის განცხადება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომელსაც აკეთებდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იყო უბრალოდ ტყუილი და არანაირად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს", - აღნიშნა წიკლაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."