თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ძაღლი ქართველმა მაშველებმა იხსნეს

თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ძაღლი ქართველმა მაშველებმა იხსნეს

ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.

"თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული, მაშველებმა იხსნეს... მერე რა, რომ ძაღლია, როგორ უნდოდა ალბათ გადარჩენა და გადარჩა კიდეც... მადლობა ჩვენს მაგარ მაშველებს!!! (ლაგოდეხის რაიონი კაბალის ხეობა)", - წერს ტატო კუჭავა. მადლობა მაშველებს, მათ სიცოცხლე გადაარჩინეს! გადარჩენილ ძაღლს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს