ის 143 დღის განმავლობაში დარბოდა, იქამდე სანამ არ გარდაიცვალა... - სიმსივნით დაავადებული ბიჭის "იმედის მარათონი"

ის 143 დღის განმავლობაში დარბოდა, იქამდე სანამ არ გარდაიცვალა... - სიმსივნით დაავადებული ბიჭის "იმედის მარათონი"

...1980 წლის ივლისი. ტერი ფოქსი დასისხლიანებული მირბის კანადაში, "იმედის მარათონის" დროს. იგი 143 დღის განმავლობაში დარბოდა, იქამდე სანამ არ გარდაიცვალა...

ტერი ფოქსი კანადაში 1958 წელს დაიბადა. 1977 წელს, 19 წლისას ძვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მედიკოსები იძულებული გახდნენ მარჯვენა ფეხი მოეკვეთათ. 3 წლის შემდეგ ახალგაზრდა ათლეტმა გადაწყვეტილება მიიღო, გაერბინა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოკეანიდან ოკეანემდე.

გარბენის მიზანი იყო, შეეგროვებინა შემოწირულობები ონკოლოგიური დაავადებების კვლევებზე. იგი ოცნებობდა, ორგანიზაცია "იმედის მარათონთან" ერთად კანადის თითოეული მოქალაქისგან თითო დოლარი შეეგროვებინა. წელიწადზე მეტხანს ტერი ვარჯიშობდა, რადგან ესმოდა, რომ მსგავსი დისტანციის დაძლევა მოუმზადებლად ჯანმრთელ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა.

ტერი ფოქსმა "იმედის მარათონი" 1980 წლის 12 აპრილს დაიწყო ატლანტის ოკეანიდან და მარათონის დასრულებას ვანკუვერში, წყნარ ოკეანესთან აპირებდა. დღეში დაახლოებით 42 კილომეტრს დარბოდა, მაგრამ ავადმყოფობა პროგრესირებდა და იგი დარბოდა საშინელი ტკივილების შეგრძნებით, პროთეზით ფეხის ნაცვლად... მხოლოდ უდიდესი ნებისყოფა და სურვილი, დახმარებოდა მილიონობით ადამიანს, აძლევდა მას წინსვლის ძალას.

ტერიმ ვერ შეძლო მარათონის დასრულება. სიმსივნე ფილტვებზე გავრცელდა და იგი იძულებული გახდა 1980 წლის 1 სექტემბერს მარათონი შეეწყვიტა. ტერი ქალაქ თანდერ ბეისთან ახლოს გაჩერდა 143-დღიანი განუწყვეტელი მარათონის შემდეგ, რომლის დროსაც 5 373 კილომეტრი გაირბინა. 10 თვის შემდეგ 22 წლის ტერი გარდაიცვალა...

1981 წლის თებერვლისთვის 24 მილიონ დოლარზე მეტი იყო შეგროვებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტერიმ შეძლო ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

დღესდღეობით კანადის გარდა კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ტერი ფოქსის სახელობის საქველმოქმედო გარბენები. Terry Fox Run გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი საქველმოქმედო კამპანია, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა. დღეს, 25 წლის შემდეგ, ტერი ფოქსის ფონდი 360 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ასე რომ, ახალგაზრდა ათლეტის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ტერი ფოქსის მემორიალური ძეგლები კანადაში რამდენიმე ქალაქში დგას. კანადის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ყინულმჭრელს ტერი ფოქსის სახელი დაარქვა. გემი წყალში 1983 წელს ჩაუშვეს...

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ