სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, სოფელ ბირკიანიდან და 22 წლის მუხმად თურქოშვილი სოფელ ომალოდან.

ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა, - ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს ინფორმაციას.

ორივე ახალგაზრდა სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა