"სათანადო ურბანიზაციის გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი რომ იყო, კომუნისტებიც კი ხვდებოდნენ" - გიორგი ქადაგიძე

"სათანადო ურბანიზაციის გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი რომ იყო, კომუნისტებიც კი ხვდებოდნენ" - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში ურბანიზაციის პრობლემის შესახებ წერს:

"შეგახსენებთ რომ საქართველოს ურბანიზაციის მაჩვენებელი 50%-ზე ოდნავ მეტია.

ის, რომ სათანადო (75-80% მინიმუმ) ურბანიზაციის გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იყო, ამას კომუნისტებიც კი ხვდებოდნენ. პროპაგანდაც თავისებური იყო.

პ.ს. აქვე დავწერ, ურბანიზაცია არ ნიშნავს თავკომბალა დედაქალაქს, ეს ნიშნავს მეორე, მესამე, მეოთხე განვითარებულ ქალაქებს. საზღვრისპირა მაღალმთიანი დასახლებების შენარჩუნებასაც არაფერი საერთო აქ აქვს ურბანიზაციასთან", - წერს ქადაგიძე.

პოსტს ქადაგიძის ერთ-ერთი მეგობარი გამოეხმაურა და დაინტერესდა - როგორ უნდა მოხდეს ურბანიზაციის წახალისება?

გიორგი ქადაგიძე: საშუალო სკოლებში შესაბამისი განათლების და უნარების მიცემით, თარგეთირებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით და კერძო ინვესტორების რეგიონებში მაქსიმალური მოზიდვით".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს