"ჩვენ ვაკეთებთ ნებიერად და მოვდივართ ზომიერად" - ეკა ხერხეულიძე ბიძინა ივანიშვილის "სიბრძნეებს" აქვეყნებს

"ჩვენ ვაკეთებთ ნებიერად და მოვდივართ ზომიერად" - ეკა ხერხეულიძე ბიძინა ივანიშვილის "სიბრძნეებს" აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ფრთიან გამონათქვამებს" აქვეყნებს:

"ბ-ნი ბიძინას ბაგეთაგან გადმოღვრილი სიბრძნეების არასრული ჩამონათვალი:

"ხეს უძახეს, ხმა, ხმა და გახმაო",

"მიჭირხვნით ზედმეტით საკუთარ თავს ვაზარალებთ",

"შევეცდებით, რომ გურულებს დავუბრუნოთ ღირსება და იმაზე მეტი ღირსება, რაც მათ ეკუთვნით",

"ჩვენ კარტოფილს გლეხები ვიღებდით, სათესლს ვიტოვებდით და წლიდან წლობამდე ამას ვბუდნიდით",

"მე მახსოვს ვიხუმრე კარგად, ძალიან წარმატებულად",

"მე მგონია, რომ რუსეთს დიდი ნასტალგია აქვს საქართველოზე",

"ორი-სამი პროცენტი იმის ალბათობაც არის, რომ უკაცრავადა ვარ და უბედურება დატრიალდეს",

"იმ ცვლილებებით, რაც მათ გააკეთეს, ჩვენ ბევრი არაფერი აღარ მოგვერგება, ერთადერთი, მოხდება ის, რომ გაჩნდება მომავლის იმედი, ის რომ რაღაც კანონს გაუწევენ ანგარიშს და კანონიერების ფარგლებში ჩაგორდებიან",

"შემდეგ წელიწადს რასაც ვამბობდი სულ ადრეულად, ერთი წლის წინათ, გრძნობადობა გაჩნდება, რომ ეკონომიკაში იწყება რაღაც",

"ჩვენ ვაკეთებთ ნებიერად და მოვდივართ ზომიერად"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს