ამერიკელმა მსახიობებმა "ოსკარს" ბოიკოტი გამოუცხადეს

ამერიკელმა მსახიობებმა "ოსკარს" ბოიკოტი გამოუცხადეს

აშშ-ში პრესტიჟულ ჯილდოს - "ოსკარს" ბოიკოტი გამოუცხადეს. როგორც "ბიბისი" წერს, ამერიკელი მსახიობები აპროტესტებენ, რომ წელს "ოსკარზე" ნომინირებული ყველა მსახიობი თეთრკანიანია.

როგორც კინოხელოვნების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზექსმა განაცხადა, ის იმედგაცრუებულია, რომ უკვე მეორე წელიწადია, ნომინანტთა სიაში არცერთი შავკანიანი მსახიობი არ არის.

"უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენს საკადრო პოლიტიკას გადავხედავთ", - განაცხადა აიზექსმა სააგენტო "როიტერთან" საუბარში.

"ბიბისი" წერს, რომ "ოსკარის" ბოიკოტს მხარდაჭერა ცნობილმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ და მსახიობ უილ სმითის მეუღლემ გამოუცხადეს.

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება