"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"

"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"

ადვოკატის ინფორმაციით, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელს ბიძინა კუჭავას, რომელმაც არსებული ინფორმაციით თავი მოიკლა, აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას.

ნახეთ ვიდეო

როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კუჭავა აფრიკაში გამგზავრებას ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა. ადვოკატის ინფორმაციით, გარდა ამისა, არაერთი საეჭვო გარემოება არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი განზრახ მოკლეს. ადვოკატის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, კუჭავას დაკრძალვის შემდეგ ოჯახი აპირებს მიმართოს პროკურატურას და სახელის რეაბილიტაცია მოითხოვოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც უჩივლონ სატელევიზიო განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ნათია კორკოტაძის განცხადებით, პროკურატურისგან ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავას ოჯახი არ იცნობს პოპოვებს, რომლებიც კუჭავასთან ერთად იმყოფებოდნენ ავტომობილში, როცა მან, გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც გუშინ გარდაცვლილი ცხედარი დაათვალიერა. რაც შეეხება დაზიანებებს, ადვოკატის თქმით, ბიძინა კუჭავას ცხედარს ფეხის თითის არეში აღენიშნება დაზიანება, თუმცა არ არის მოჭრილი და მიკერებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ