შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კადირ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ქარელში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კადირ ხ. ქარელში, ყაზბეგის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატი, 4 მჭიდი და 500 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას - 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ