ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიეველმა პატრულებმა სიკვდილს გადაარჩინეს

ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიეველმა პატრულებმა სიკვდილს გადაარჩინეს

უკრაინული საიტები ავრცელებენ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში. როგორც კიევის პატრულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველები ტაქსის მძღოლმა გამოიძახა, რომელსაც საქართველოს ორი მოქალაქე "ბორისპოლის" აეროპორტში გადაჰყავდა. ღრმად ჩაძინებული ქართველები გონს მოიყვანეს და მათი გადარჩენა დროულად მოხერხდა.

ხილეთ ვიდეო

Еспресо.TV-ს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც "ბორისპოლის" აეროპორტშია ჩაწერილი, მიშა მესხის მეგობარი ესაუბრება სამართალდამცველებს და ეუბნება, რომ არ იცის სად იმყოფება. შემდეგ კი გაიხსენა, რომ თბილისში აპირებდნენ გამგზავრებას. სამართალდამცველებთან საუბრისას გაირკვა, რომ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში საკმაოდ პოპულარული მსახიობია. ამასთან, მისი ბაბუა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, - ვკითხულობთ ინფორმაციას უკრაინულ ვებ-გვერდზე.

მედიკოსების ვარაუდით, ქართველები მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია