2016 წლის "ოსკარის" მთავარი ნომინანტები

2016 წლის "ოსკარის" მთავარი ნომინანტები

28 თებერვალს ლოს-ანჯელესში ”ოსკარის” რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. შოუს კომიკოსი კრის როკი წაიყვანს. იმის გამო, რომ სამსახიობო კატეგორიებში წარდგენილი ვარსკვლავებიდან ყველა თეთრკანიანია, აკადემიის წევრებს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. შოუს ბოიკოტი გამოუცხადეს უილ სმიტმა, ჯადა პინკეტ სმიტმა, სნუპ დოგმა და მარკ რაფალომ. მიუხედავად ამისა, შოუ გეგმის მიხედვით გაიმართება. წარმოგიდგენთ მთავარ ნომინაციაში წარდგენილ ფილმებს და მსახიობებს.

საუკეთესო ფილმი:

”ოთახი” – Room

“მარსელი” –The Martian

”ჯაშუშთა ხიდი” – Bridge of spies

”რევენანთი” – The Revenant

”ყურადღების ცენტრში” – Spotlight

”ბრუკლინი” –Brooklyn

”დიდი აფერა” – The big short

”შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” – Mad Max Fury Road

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი:

ლეონარდო დიკაპრიო - ”რევენანთი”

ბრაიან კრენსტონი - ”ტრამბო”

მაიკლ ფასბენდერი - ”სტივ ჯობსი”

ედი რედმეინი - ”დანიელი გოგონა”

მეთ დეიმონი - ”მარსელი”

საუკეთესო მსახიობი ქალი:

კეიტ ბლანშეტი - ”ქეროლი”

სირშა რონანი - ”ბრუკლინი”

ბრი ლარსონი - ”ოთახი”

ჯენიფერ ლოურენსი - ”ჯოი”

შარლოტა რემპლინგი - ”45 წელი”

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

სილვესტერ სტალონე - ”კრიდი”

კრისტიან ბეილი - ”დიდი აფერა”

მარკ რაფალო - ”ყურადღების ცენტრში”

მარკ რაილენსი - ”ჯაშუშთა ხიდი”

ტომ ჰარდი - ”რევენანთი”

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

კეიტ უინსლეტი - ”სტივ ჯობსი”

რუნი მარა - ”კეროლი”

ჯენიფერ ჯეისონ ლი - ”საძულველი რვა”

რეიჩელ მაკადამსი - ”ყურადღების ცენტრში”

ალისია ვიკანდერი - ”დანიელი გოგონა”

საუკეთესო რეჟისორი:

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ - ”რევენანთი”

ლენი აბრაჰამსონი - ”ოთახი”

ჯორჯ მილერი - ”შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა”

ადამ მაკი - ”დიდი აფერა”

ტომ მაკარტი - ”ყურადღების ცენტრში”

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

”ცხვარი შონი” –Shaun The Sheep

“ანომალისა” - Anomalisa

”როდესაც მარნი იყო აქ” - When Marnie Was There

”ბიჭი და სამყარო” - Boy and the world

”თავდაყირა” - Inside Out

საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი:

”სოლის შვილი” – Son of Saul

”მუსტანგი” – Mustang

”თიბი” - Theeb

”ომი” - A war

”გველის ხვევნა” - Embrace of the serpent

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება