დიდთოვლობის გამო, ბათუმის სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდა

დიდთოვლობის გამო, ბათუმის სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდა

დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში გადაადგილება პარალიზებულია.

თოვლის საფარი ქალაქის ფარგლებში 50-70 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც სააგენტოს აჭარის განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეწყდა, ხვალ კი ამინდის გამოსვლის შემთხვევაში სწავლა განახდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებსა და ბაღებში. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო 19 სკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევში კი მცირე ნალექია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია