გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს

გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს

საქართველოს განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსის გამო, დედაქალაქის სკოლებში სწავლის შეწყვეტის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, თუ რომელიმე სკოლაში გაცდენების საშუალო რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, მაშინ სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ სკოლაში უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, გაცდენების ასეთი რაოდენობა თბილისის არცერთ სკოლაში არ ფიქსირდება.

"განათლების სამინისტრო ყოველდღიურად აგროვებს მონაცემებს გაცდენებთან დაკავშირებით. ეს გაცდენები ზოგჯერ გამოწვეულია გრიპის ვირუსით და ხშირ შემთხვევაში - მშობელთა მხრიდან პრევენციის მიზნით, როდესაც ისინი არ უშვებენ შვილებს იმისთვის, რომ არ გადაედოთ გრიპი. თბილისში გაცდენების რაოდენობა არის ყველაზე მაღალი დღევანდელი და წინა კვირის მონაცემებით, თუმცა ზღვართან არ არის მიახლოებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თუ გაცდენების საშუალო რაოდენობა და ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, მაშინ უნდა მიმართოს სკოლამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ეს ინფორმაცია წარუდგინოს, რომ იმ კონკრეტულ სკოლაში შეწყდეს სწავლის პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით, 16%-ს არსად არ აჭარბებს გაცდენა", - განაცხადა გიგაურმა.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე არ არის საგანგაშო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით სკოლებშიც. "მაქსიმალური მაჩვენებელი გაცდენების არის 8.2%, გუშინ შეადგენდა 9.1%-ს. მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება მონაცემები, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შემუშავდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დადგენილი: "რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ გრიპის დაავადების სიმპტომის მქონე არცერთი პირი - მშობელი, მასწავლებელი თუ მოსწავლე, არ უნდა იყოს შეშვებული სკოლაში. თუ თვითონ სასწავლო პროცესში აღმოჩნდება, რომ რომელიმე მოსწავლეს ან მასწავლებელს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა, სკოლის ექიმი ვალდებულია, სწრაფად უზრუნველყოს დაავადების იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ის არის გააქტიურებული, გამკაცრებული და მონიტორინგს ვატარებთ ამ მიმართულებით. ეს ეხება სააღმზრდელო და სასწავლო სივრცის განიავების რეჟიმს და თუ აქამდე მითითება იყო, რომ დღის ბოლოს უნდა გაეკებინათ ეს, ახლა რეკომენდირებულია ყოველ შესვენებაზე გაანიავონ სივრცეები - ეს ვალდებულება კლასის დამრიგებლებს აქვთ. ასევე რეკომენდაციები გულისხმობს სველი წესით დალაგებას და სადეზინფიქციო ხსნარებით გაწმენდას როგორც ინვენტარის, ასევე იატაკის და ა.შ. სკოლებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და აუხსნან პირადი ჰიგიენის დაუცველობასთან დაკავშირებული რისკები მშობლებლსა და ბავშვებს. ეს პირველ რიგში გულისხმობს ხელების დაბანას", - განაცხადა გიგაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია