როდის განახლდება სკოლებში სწავლა

როდის განახლდება სკოლებში სწავლა

იმ სკოლებში, სადაც ამჟამად გრიპის ვირუსის გამო სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის N87 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.

ლია გიგაურმა სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს N87 საჯარო სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. როგორც ლია გიგაურმა საუბრისას აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.

"სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მონიტორინგი ვაწარმოოთ ადგილზე სკოლებში რამდენი სწორად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება", - აღნიშნა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.

"ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა ლია გიგაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია