ლეონარდო დიკაპრიო ”ოსკარს” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ლეონარდო დიკაპრიო ”ოსკარს” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

გუშინ, 31 იანვარს ლოს ანჯელესში მსახიობთა გილდიის დაჯილდოება გაიმართა. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო ლეონარდო დიკაპრიოს გადაეცა ფილმისთვის ”რევენანთი”, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი შანსი, რომ 28 თებერვალს უკვე ”ოსკარზეც” ლაურეატის ამპლუაში მოგვევლინოს. დიკაპრიოს ფეხზე მდგარი მთელი დარბაზი ოვაციებით აცილებდა სცენაზე. საუკეთესო ქალის შესრულებული როლისთვის ბრი ლარსონი დაჯილდოვდა, ფილმიდან ”ოთახი”.

მთავარი ჯილდო - "საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი" გადაეცა ფილმს ”ყურადღების ცენტრში”. შავკანიანმა მსახიობმა იდრის ელბამ ერთბაშად ორი ჯილდო მიიღო: "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი" და "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი სატელევიზიო შოუში". ”ოსკარის” ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ ამ გამარჯვებას ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება