ლეონარდო დიკაპრიოს რუსი ფანები ოქროულობას ადნობენ, რომ მსახიობს "ოსკარი" დაუმზადონ

ლეონარდო დიკაპრიოს რუსი ფანები ოქროულობას ადნობენ, რომ მსახიობს "ოსკარი" დაუმზადონ

წელს "ოსკარების" მიმართ მსოფლიოს ყურადღება კონკრეტულად იმ კუთხით არის მიმართული - მისცემენ თუ არა ლეონარდო დიკაპრიოს სანუკვარ ჯილდოს. დიდი ალბათობით ასეც მოხდება, მაგრამ თავის დასაზღვევად მსახიობის ციმბირელმა ფანებმა შესაძლო "ტრაგიკული რეალობისთვის" დაიწყეს მზადება. დიკაპრიოს რუსმა თაყვანისმცემელმა ქალებმა თავიანთი ძვირფასეულობა - ოქრო და ვერცხლი ჩააბარეს კამპანია - "ოსკარი ლეოს" ფარგლებში, რაც გულისხმობს ძვირფასეულობის გადადნობას და მისგან "ოსკარის" ქანდაკების ჩამოსხმას.

იხილეთ ვიდეო

"ჩვენ ეს-ესაა, რაც დავიწყეთ ქანდაკებისთვის ძვირფასეულობის შეგროვება", - ამბობს კულტურისა და ხელოვნების მასწავლებელი ტატიანა ეგოროვა. წინასწარი გამოთვლებით, "ოსკარის" ასლის შესაქმნელად 100 000 რუბლი იქნება საჭირო. "ვინც სამკაულებს გვაბარებს, შეუძლიათ მაგალითად, ცალი საყურე ჩააბარონ, ცალი დაიტოვონ. როდესაც ლეოს გადავცემთ ჯილდოს, ასე უფრო ახლოს იგრძნობენ თავს მასთან", - დასძენს ტატიანა.

უკვე ასზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა ძვირფასეულობა. "ჩვენ უბრალოდ გვინდა, ლეოს The Revenant-ის შრომა დავუფასოთ. იმედია, დიკაპრიო დააფასებს ასეთ საჩუქარს".

მომზადებულია vanityfair.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება