ნანკა კალატოზიშვილის ტრანსფორმაცია - მსახიობი სხვადასხვა ეპოქის ქართველი ქალის იმიჯით

ნანკა კალატოზიშვილის ტრანსფორმაცია - მსახიობი სხვადასხვა ეპოქის ქართველი ქალის იმიჯით

პროექტის თემა გარდასახვა და ქალის ტრანსფორმაციაა, ერთგვარი ევოლუცია, რასაც ის გასული საუკუნის სხვადსხვა ათწლეულში განიცდიდა. ვიზუალური ეფექტის მიღმა კარგად ჩანს მისი ხასიათი თუ ემოცია, განმასხვავებელი ნიშნები.

ნანკა

"ჩემი პროფესიული ხიბლიც გარდასახვასა თუ ტრანსფორმაციაშია. ჩემი ცხოვრების ერთ ეტაპზე საკუთარ თავს განსხვავებული რაკურსით რომ შევხედე, აღმოვაჩინე, სადაც უნდა წავსულიყავი, რაც უნდა მეკეთებინა, ჩემი ტრაექტორია თბილისის ხუთ უბანს არ სცდებოდა. ამ რეალობით გამოტანილმა დასკვნებმა არ მომხიბლა, იმდენად ერთფეროვანი მეჩვენა. მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი პროფესიით დროსა და სივრცეში, ადამიანებში, მათ შიგნაგან სამყაროშიც კი მემოგზაურა".

მას ყოველთვის განსხვავებულ როლებს ანდობნენ. იხსენებს სპექტაკლებს "ქალი ძაღლით" და "თოლია". მიაჩნია, რომ რეჟისორებში გაუმართლა.

XXI საუკუნეში გართულდა ისეთი სპეკტაკლის დადგმა, რომელსაც მაყურებლამდე მიიტან. ეს საუკუნე აბსოლუტური სიმარტოვის ეპოქაა.

ასეთი გარდასახვა არასოდეს ჰქონია, ერთ გადაღებაზე რამდენიმე ეპოქის ქალი სახე შექმნა.

რა გიყვარს?

"სიმშვიდეში ქაოსი. ზედმეტად მშვიდი გარემოც არ მიყვარს. ქაოსი მიყვარს მაშინ, როცა თავად ვქმნი. სულ ქაოსშიც არ უნდა ვიყო. გარემო უნდა მქონდეს, სადაც განვმარტოვდები"...

ნანკას ცხოვრებაში ახალი ფერი და ტრანსოფრმაცია ბავშვის დაბადებაა.

"ბავშვის არსებობა ჩემს ცხოვრებაში ახალი გალაქტიკაა", - ამბობს.

საყვარელ ადამიანს დაშორდა.

რატომ?

"ადამიანები შორდებიან მაშინ, როცა ერთმანეთს ვერ უგებენ. გაცნობის და ურთიერთობის პირველი პერიდი ხომ მაინც ემოციების, პირველი ვნებების ეიფორიას უკავშირდება. წესიერად არც იცნობ ადამიანს. გაცნობის პერიოდი მოგვიანებით დგება. შემდეგ ჩნდება მეგობარი, თანამოაზრე და დამოკიდებულება "ჩვენ". შემდეგ ამ ურთიერთობით უნდა ისიამოვნო. ასეთი ისტორია ძალიან მხიბლავდა, მაგრამ ამ დამოკიდებულებაში ერთმანეთს ავცდით. ეს არ არის ტრაგედია. სიყვარული და სიძულვილი ჩემთვის იდენტური სიმძაფრის გრძნობებია. ნეგატივზე ენეგიის დახარჯვას ნამდივლად არ ვაპირებ"...

გაგრძელება + ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება