"ხათუნა ხუმრობს ხოლმე, შენ ვერ გაიზარდეო..." - ზურა ხაჩიძე მეუღლესთან 15-წლიან თანაცხოვრებაზე

"ხათუნა ხუმრობს ხოლმე, შენ ვერ გაიზარდეო..." - ზურა ხაჩიძე მეუღლესთან 15-წლიან თანაცხოვრებაზე

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას სიყვარული უკვე 15 წელს ითვლის. "ქუჩის ბიჭი" ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საყვარელ ქალს სიყვარულს უხსნის და მასთან 15-წლიანი თანაცხოვრების პერიოდს იხსენებს:

- ეს ურთიერთობა ძალიან ლამაზად მიდის, მაგრამ რეალურად ბევრი პრობლემა გვქონდა, თუმცა სააშკარაოდ არასდროს გამოგვიტანია. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ცდილობენ, ერთიმეორეს გაუფრთხილდნენ და ერთმანეთის ცხოვრება გაალამაზონ. აი, ეს არის რეცეპტი, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა ათწლეულები ერთად ლამაზად გაატარონ.

15 თებერვალს 15 წელი ხდება, რაც მე და ხათუნა ერთად ვართ. 5 წელი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა, 10 წელი კი ქორწინებიდან გავიდა.

- წლებმა რა შემატა თქვენს ურთიერთობას?

- როცა 15 წელი ერთ ადამიანთან ხარ, ბევრ რამეს იგებ მის შესახებ, ოჯახთან მიმართებაში მეტ გამოცდილებას იძენ, თუმცა ხათუნა ხუმრობს ხოლმე, შენ ვერ გაიზარდეო. ამაში იმას გულისხმობს, რომ ბევრ კონცერტზე მიწევს გამოსვლა, ეს უამრავი ადამიანის ყურადღებას, ბევრ დროს მოითხოვს, ამიტომ შეიძლება ოჯახისთვის ცოტა დრო მრჩება. ზოგადად ეს პრობლემა გვაქვს.

ვფიქრობ მეორე შვილზე, მეორეზე კი არა, მესამეზე, რადგან ნინი 8 წლიდან მე გავზარდე, ჩვენ მეგობრები ვართ, ხუმრობით მამას მეძახის ხოლმე. მესამე შვილი მინდა, ოღონდ ბიჭი, თუმცა არც ის იქნება ტრაგედია, მესამეც თუ გოგო დაიბადება. მინდა, ბიჭის სითბო, ბიჭის მამობა გამოვცადო... ხათუნა ჯერჯერობით ვერ დავითანხმე".

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ნახეთ ვიდეო| "მსოფლიოში ყველაზე კარგ ცოლს..." - ზურა ხაჩიძის მილოცვა ხათუნა ჟორდანიას

როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები

თურქული სერიალების ვარსკვლავი, რომელიც თურქებს არ უყვართ - ჯან იამანის სკანდალები და დაპირისპირება  მსახიობებთან

"მეორე სეზონი სიურპრიზებით იქნება სავსე" - რას ჰპირდება "დიდი სცენა" 21 ივნისიდან მაყურებელს და ვინ წაიყვანს შოუს