"ამ თბილისელ ბიჭს მინდა ყველა იცნობდეთ" - 5 წლის ბავშვის საოცარი საქციელი

"ამ თბილისელ ბიჭს მინდა ყველა იცნობდეთ" - 5 წლის ბავშვის საოცარი საქციელი

ფეისბუქ-მომხმარებელი ლიზი ფუხაშვილი პირად გვერდზე საოცარ ისტორიას უზიარებს მეგობრებს, რომელიც მას პირადად გადახდა:

"საღამოს, ყინვასა და ქარში, სახლში ავდიოდი. წამიც და სადარბაზოში შევიდოდი. უცებ წინ პატარა ბავშვი გადმომიხტა. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დახმარების მთხოვნელს არ ჰგავდა. იქნებოდა ასე 5-6 წლის. მეუბნება: - 5 თეთრი ხომ არ გექნებათო. ვიფიქრე, ლიფტისთვის უნდა-თქო. არ მქონდა და ვკითხე, სხვა ფული რომ მოგცე-მეთქი? კარგიო (გაუბრწყინდა თვალები).

მივეცი 1 ლარი და გულითადი მადლობის მერე გავაგრძელე გზა, მაგრამ უცებ გავჩერდი, შიშმა გამიელვა, ამ ფულით (მერე რა, რომ ლარია) რამე ისეთი არ იყიდოს-მეთქი (ვთქვათ, სიგარეტის ღერები). გამოვბრუნდი და პირველივე მაღაზიაში შევედი. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა... ვნერვიულობდი, ამ ბავშვის გზის აცდენას თუ შევუწყე უნებლიედ-მეთქი ხელი. დავიმალე... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია