შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

შვედეთში ფართოდაა გავრცელებული ფიკას ტრადიცია. ფიკას მიხედვით, სამუშაო დღის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ, შვედები თანამშრომლებთან ერთად, ყავის დასალევად ან სახლში გამომცხვარი ტკბილეულის დასაგემოვნებლად იკრებებიან.

ფიკას ტრადიცია იმდენად პოპულარულია, რომ ბევრი კომპანია აიძულებს ყველაზე მშრომელ თანამშრომლებს, გამოყონ დრო ყავის შესვენებისთვის.

შვედეთში ფიკა სამუშაო დღის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ჩვენთვის ელექტრონული მიმოწერა ან პრინტერის გამოყენება.

"ფიკა ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია", - ამბობს შვედეთის ქალაქ გოტებორგში მდებარე კაფეების ქსელის, Da Matteo-ს მფლობელი მატს იოჰანსონი - შვედების უმრავლესობა ფიკაზე დღეში რამდენჯერმე დადის, არა მხოლოდ სამუშაო კვირის განმავლობაში, არამედ შაბათ -კვირასაც".

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა