"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს

"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

ბესელიას საყვედურის მიზეზი გახდა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე არც ჯაფარიძე და არც მისი სამდივნოს სხვა წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.

"სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ვერ შეძლო ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა. არც არავინ გამოცხადდა, ვინც ამ ინფორმაციას წარმოადგენდა. შარშანაც იგივე მოხდა. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ვეცდები, პირადად დაველაპარაკო. სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე... შარშანაც ერთადერთი რგოლი იყო, ვისაც ვერ მოვუსმინეთ და წელსაც. შეიძლება რეკომენდაცია მოვიფიქროთ და გავუგზავნოთ. როცა მთავრობის ყველა წევრი მოდის და ცოტა გაუგებრია, რატომ არავინ გამოცხადდა. თვითონ ბორჯომშია, კონფერენციაზე, მაგრამ არც არავინ გამოცხადდა. ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მგონი, კარგი ფორმა არ არის, როცა კომიტეტი მთავრობის ყველა წევრს უსმენს და საპარლამენტო მდივნები მოდიან, არ მგონია, რომ ასეთი ფორმა კარგი ტონი იყოს. შესაძლებელია თვითონ მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ვინმე სხვა მაინც უნდა მოვიდეს, რომ ეს ინფორმაცია წამოადგინოს. ეს არის ჩვენსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი - გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა და ამას დასკვნაშიც ავსახავთ", - განაცხადა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ბოლო რამდენიმე დღეა სახალხო დამცვლის ანგარიშით და პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს უსმენს.

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე