"ლამპრობა" სვანეთში - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

"ლამპრობა" სვანეთში - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, ის მირქმას, 15 თებერვალს დაემთხვა. "ლამპრობის" ტრადიციას სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, "ლამპრობის" მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

არ გამოგრჩეთ ვიდეო!

არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობდნენ. "ლამპრობა" ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულიც გახლავთ. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს, ხშირად კი მირქმის დღესასწაულს ემთხვევა. ტრადიციის მთავარი ატრიბუტი ლამპარია, რომელსაც სვანები არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ.

ზემო სვანეთში ლამპრობას "სვიმონობასაც" უწოდებენ. აქ დღესასწაული ბერიკაობა-ზეენბის მსგავსად იმართებოდა და "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს" ირჩევდნენ. "ლამპრობას" დმანისის რაიონში მცხოვრები სვანებიც ყოველ წელს აღნიშნავენ განაგრძეთ კითხვა

Lamproba festival: Svan tradition and mystique that survived through centuries

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია