"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე

"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში" - ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტიდან იაფ ფრენებზე

"აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო მიღებული, როდესაც კომპანია "ვიზეართან" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, ქუთაისში ორი თვითმფრინავის ბაზირება მოხდება, რაც არის ძალიან კარგი და ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ მაღალი პროფესიონალები ამ მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება ევროპის შვიდ ქალაქში და რაც მთავარია, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან "ვიზეიარი" არის დაბალბიუჯეტიანი.

"ეს შესაძლებლობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში. მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ წლის შუაში ველოდებით უვიზო რეჟიმს ევროპასთან და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული და კარგი შეთანხმება. ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში - აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."