რისთვის ამზადებს ივანიშვილი ღარიბაშვილს

რისთვის ამზადებს ივანიშვილი ღარიბაშვილს

რისთვის ამზადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?! ეს კითხვა უკვე 2 თვეა პასუხგაუცემელია. ყოფილი პრემიერის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს უმრავლესობის დეპუტატ ნიშნიანიძეს. რაც შეეხება ინფორმაციას ღარიბაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნაზე, ის ამბობს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

"არ მაქვს რაიმე ინფორმაცია, თუმცა უკვე დიდი ხანია, მისი მხრიდან პარტიის შექმნაზე მუსირებს აზრი. მისი წასვლის შემდეგ სულ ამაზეა საუბარი. მე პირადად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ მართლა გეგმავს, უკვე უნდა გამოჩნდეს. დრო აღარ ითმენს, თუ მას უნდა სერიოზულად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიშნიანიძე. "ღარიბაშვილი თუ რამეს შექმნის ის "ქართულ ოცნებასთან" იქნება კავშირში. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება", - ფიქრობს ნიშნიანიძე.

ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ პოლიტოლოგებს. "ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ უკუსვლა განიცადა, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარუდოა, მას პოლიტიკური მომავლისთვის ამზადებდნენ. თუმცა ვინაიდან და რადგანაც პარტიის ჩამოყალიბებაზე ვრცელდება ინფორმაცია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღარიაშვილის სახით დამატებით ხმების მოზიდვა მოინდომოს ივანიშვილმა "ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღარიბაშვილი საკმაოდ წარუმატებელი იყო და მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია," - გვითხრა ირაკლი კიკიანმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."