როგორ ემზადება რუსეთი უზარმაზარი ასტეროიდების გასანადგურებლად

როგორ ემზადება რუსეთი უზარმაზარი ასტეროიდების გასანადგურებლად

რუსეთი ასტეროიდების გასანადგურებლად საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ "სიენენის" ცნობით, წამყვანმა რუსმა მკვლევარმა, საბიტ საიტგარაევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული რაკეტები 20-50 მეტრის დიამეტრის ზომის ასტეროიდებს გაანადგურებს. ამ ზომის ასტეროიდებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია დედამიწისთვის, მათი შემჩნევა ობსერვატორიებიდან არის შესაძლებელი რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ისინი დედამიწას მოუახლოვდებიან. თუმცა, ზოგჯერ მათი შემჩნევა ვერ ხერხდება. ასეთი შემთხვევა იყო მაგალითად 2013 წელს რუსეთში, კერძოდ, ჩელიაბინსკში, როდესაც მეტეორი აფეთქდა, რამაც შენობების დაზიანება და 1000-ზე მეტი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

უფრო დიდი ზომის ასტეროიდებს გაცილებით დიდი ზარალის გამოწვევა შეუძლია, თუმცა, მათი შემჩნევა გაცილებით ადრე არის შესაძლებელი ინფრაწითელი ტექნოლოგიებითა და ტელესკოპებით.

რუსი მკვლევარის თქმით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებას დრო დასჭირდება და ამისთვის მილიონობით დოლარი იქნება საჭირო. მისივე განცხადებით, განახლებული რაკეტების გამოცდა 2036 წელს მოხდება, მაშინ როდესაც დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი Apohphis-ი მოუახლოვდება.

იხილეთ სრულად allnews.ge-ზე

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე