"სანამ ახალ ბრალს გამოუძერწავენ" - ეკა ხერხეულიძე ადეიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"სანამ ახალ ბრალს გამოუძერწავენ" - ეკა ხერხეულიძე ადეიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინაში იმყოფება. მან ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნდა.

"სანამ ახალ ბრალს გამოუძერწავენ, იყოს დღევანდელი წარმატების ქრონიკა", - წერს ხერხეულიძე ფოტოს კომენტირებისას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

იხილეთ: ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა - ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმის დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს