როგორია, იყო მილიარდერი 25 წლის ასაკში?

როგორია, იყო მილიარდერი 25 წლის ასაკში?

ყველას არ შეუძლია, იყოს მარკ ცუკერბერგი და გახდეს მილიარდერი 23 წლის ასაკში. თუმცა, საკმაოდ ბევრია ისეთი იღბლიანი, რომლებმაც 25 წლამდე საკუთარი ძალებით შეძლეს მილიარდების დაგროვება.

მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები აღწერენ, თუ როგორია, იყო მდიდარი 25 წლის ასაკში. მდიდარი ადამიანების ანონიმურ კომენტარებს "ბიზნეს ინსაიდერი" აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმეს:

1. მასწავლებლები მდიდარ მოსწავლეებს განსხვავებულად ექცევიან.

"რამდენიმე მასწავლებელი მაძლევს შესაძლებლობას, გადავაცილო პროექტის ჩაბარების ვადას მაშინ, როდესაც ამისთვის სხვა მოსწავლეებს ნიშანს აკლებენ. ეს არ არის სამართლიანი, თუმცა ჩემთვის, რა თქმა უნდა, კარგია. ამასთან, ხანდახან, იყო მდიდარი მომაბეზრებელია.

მასწავლებლები ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებ, როგორ გავმდიდრდი და ა.შ".

2. თავს არაკომფორტულად გრძნობ, როდესაც ფულს არასაჭირო ნივთებში ხარჯავ.

"მე ღარიბი ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ვიცოდი, რომ არ უნდა დამეხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელი იყო. ახლა კი უცნაურად მეჩვენება, რომ იმაზე მეტის დახარჯვა შემიძლია, ვიდრე ადრე. მაგალითად, ერთხელ დავჯავშნე ძვირიანი სასტუმროს ნომერი. შემდეგ კი მინიბარის გამოყენების დროს შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო დამატებითი ხარჯი და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი".

3. ეკონომია ჯოჯოხეთია.  წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა