მცირე საწარმოდან დიდ ბიზნესამდე - "ნიკორას" წარმატების 17 წელი

მცირე საწარმოდან დიდ ბიზნესამდე - "ნიკორას" წარმატების 17 წელი

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე თითქმის ოცი წლის წინ გამოჩნდა... ერთი მცირე საწარმოთი დაწყებული ბიზნესი ამ წლების განმავლობაში დიდ ბიზნესად იქცა, რომელიც ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, ღვინის საწარმოებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.

ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე, თუმცა ფაქტია, რომ დღეს "ნიკორა" იმ მცირერიცხოვანი ქართული კომპანიების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობენ. ეს კი პირველ რიგში, პროდუქციის მაღალი ხარისხით არის განპირობებული... ამ ეტაპზე, "ნიკორა" 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ქართულ ბაზარზე 200-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი, ჰოლდინგის თანამშრომლების რიცხვი კი 4 000-ს აღემატება.

2015 წელს "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელი "ოქროს ბრენდი 2014"-ის მფლობელი გახდა.

როგორ ვითარდებოდა კომპანია წლების განმავლობაში, რა ფაქტორებმა ითამაშა მთავარი როლი მის წარმატებაში და როგორია ბრენდის საექსპორტო პოტენციალი - ამ და სხვა საკითხებზე "ბიზნესპრესნიუსი" სს "ნიკორას" გენერალურ დირექტორს, ირაკლი ბოქოლიშვილს ესაუბრა.

- 17 წელია, "ნიკორა" ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ მასშტაბურ ზრდასა და წარმატებას მიაღწია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა კომპანიის ასეთი წარმატება?

- 1998 წელს, როდესაც "ნიკორა" ბაზარზე შემოვიდა, დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, არც კი იყო იმის შეგრძნება, რომ კომპანია ამხელა მასშტაბებს მიაღწევდა... დამფუძნებლებმა თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და აქცენტი პროდუქტის ხარისხსა და საგემოვნო თვისებებზე გააკეთეს. ამას დაემატა ის ფაქტორიც, რომ ბაზარზე კონკურენცია არც ისე დიდი იყო, კომპანიას საწყის ეტაპზე, ფაქტობრივად, არ ჰყავდა სერიოზული კონკურენტი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გახდა იმის გარანტია, რომ "ნიკორამ" ძალიან სწრაფად მოიპოვა საზოგადოებაში პოპულარობა და ზრდა/განვითარების სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია.

თავიდან ხორცპროდუქტების დამზადების პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა ტიპის საწარმოში - ძველი დანადგარებით. თუმცა, 2000 წლის ბოლოს, მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება - ჩამოვიტანეთ თანამედროვე ავსტრიული და გერმანული დანადგარები, რამაც კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია