ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულები

ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულები

დამტკიცებულია, რომ ადამიანები სამკაულს ათობით ათასი წლის წინ ქმნიდნენ და ატარებდნენ. როდესაც საუბარი ძვირად ღირებულ სამკაულს ეხება, ბუნებრივია, პირველ რიგში ცნობილი ადამიანები და სამეფო ოჯახის წევრები გვახსენდება, რომლებიც ზოგჯერ მილიონობით დოლარსაც კი არ იშურებენ ძვირფასი სამკაულის სანაცვლოდ.

გამოცემა The Richest ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულის ჩამონათვალს აქვეყნებს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ეს ტიტული ვიტელსბახ-გრაფის ლურჯ ბრიალანტს ერგო, რომელიც 2011 წელს ყატარის სამეფო ოჯახმა 80 მილიონ დოლარად შეიძინა. თავდაპირველად, ეს ქვა ისტორიაში 1722 წელს ვიტელსბახის სახელით გამოჩნდა და 35,56 კარატს იწონიდა. თუმცა, 2008 წელს ბრილიანტი 23,4 მილიონ დოლარად ლონდონელმა იუველირმა ლორენს გრაფმა შეიძინა და ქვას ვიტელსბახ-გრაფის ბრილიანტი ეწოდა.

მეორე ადგილი ერგო 72 მილიონ დოლარად ღირებულ ვარდისფერ ბრილიანტს, რომელიც 2013 წლის ნოემბრამდე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტის ტიტულს ფლობდა. ქვა 59,6 კარატს იწონის.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამი, რომლის ღირებულებაც 55 მილიონი დოლარია, ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე გავიდა. ყელსაბამი, სახელწოდებით L’Incomparable, 407,48 კარატს იწონის.

ათეულში ასევე მოხვდნენ გრაფის ვარდისფერი ბრილიანტი - 46,2 მილიონი დოლარი, ზოის ბრილიანტი - 32,6 მილიონი დოლარი, ბრილიანტი, სახელწოდებით "ბიკინი" – 30 მილიონი დოლარი, "კარტიეს" წარმოების ყელსაბამი - 25,4 მილიონი დოლარი, "შოპარის" 201-კარატიანი ბრილიანტის საათი - 25 მილიონი დოლარი, უინსტონის ლურჯი ბრილიანტი - 23,8 მილიონი დოლარი და ვარდისფერი ბრილიანტი, სახელწოდებით Perfect Pink - 23,2 მილიონი დოლარი. ეს უკანასკნელი ქვა აზიაში აუქციონზე გაყიდულ სამკაულებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს