დონალდ ტუსკი მიგრანტებს – ნუ ჩამოხვალთ ევროპაში

დონალდ ტუსკი მიგრანტებს – ნუ ჩამოხვალთ ევროპაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიგრანტებს მოუწოდებს, ევროპაში არ ჩავიდნენ. როგორც ეურონეწს.გე აღნიშნავს, ამის შესახებ ტუსკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ნუ ჩამოხვალთ ევროპაში, ნუ დაუჯერებთ ტრეფიკიორებს, არც ერთი ევროპული ქვეყანა არ იქნება სატრანზიტო," – მიმართავს ტუსკი მიგრანტებს.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საბერძნეთს და ამბობს, რომ "ევროკავშირი საბერძნეთს არ მიატოვებს".

"მე მივესალმები 700 მილიონიანი დახმარების პაკეტს", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტუსკი "ტვიტერში" მიგრანტებისადმი მოწოდების გაკეთებამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შეხვდა.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: euronews.ge

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა