გაიაფების შემდეგ, ოქროს ფასი ისევ მატულობს - რა ხდება ქართულ ბაზარზე?

გაიაფების შემდეგ, ოქროს ფასი ისევ მატულობს - რა ხდება ქართულ ბაზარზე?

2015 წლის ბოლოს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი საგრძნობლად დაეცა, თუმცა სულ რაღაც ორ თვეში ამ "კეთილშობილი ლითონის" ფასი კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ოქროს საერთაშორისო ფასი უნციაზე 1233 დოლარი იყო, დღეს დილით კი მსოფლიო ბაზარზე ერთი უნცია ოქროს ფასმა 1261.70 დოლარი შეადგინა.

ოქროს ფასის ცვლილებების მიუხედავად, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოქროში ინვესტიციის ჩადება კვლავაც ყველაზე პოპულარული გზაა: ინვესტორები მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესებს უფრთხიან და ცდილობენ თავიანთი კაპიტალი ფასიან ქაღალდებში კი არა, ოქროში დააბანდონ.

რა ხდება ამ დროს ქართულ ბაზარზე? - ოქრო ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენთანაც ძვირდება: გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, 2015 წლის ივნისში 583 სინჯის ოქრო საქართველოში 46 ლარი ღირდა, 958 სინჯის - 76 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირფასი - 999 სინჯისა - 78 ლარი. "ოქროს ბირჟისა" და "აგორა ფინანსების" მონაცემებით, დღეს 583 სინჯის ოქრო უკვე 53-54 ლარი ღირს, 958 სინჯისა - 89 ლარი, ხოლო 999 - 93-95 ლარი.

იმას, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილია, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტი თამაზ გულედანიც ადასტურებს.

თამაზ გულედანი: "ოქროს ფასმა თბილისის "ოქროს ბირჟაზე" ისევე მოიმატა, როგორც მთელ მსოფლიოში. ბოლო დღეებშიც, ოქროს ნაკეთობების ფასი 1,5-2 ლარით გაიზარდა. მართალია, მთელ მსოფლიოში კრიზისია და ეს ჩვენს საქმეშიც იგრძნობა, მაგრამ ვაჭრობა მაინც არის. ხალხი იხდის ქორწილებს, ნათლობებს, დაბადების დღეებს და რაღაც შემოსავალი მაინც გვაქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 4-5 წლის წინ უფრო მეტი მყიდველი გვყავდა და ოქროს ნაწარმიც უკეთესად იყიდებოდა".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია