"აღიდგინა თავდასხმის დეტალები" - რა უთხრა ალექსი პეტრიაშვილმა გამომძიებლებს

"აღიდგინა თავდასხმის დეტალები" - რა უთხრა ალექსი პეტრიაშვილმა გამომძიებლებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ალექსი პეტრიაშვილმა გამომძიებელს თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ალექსი პეტრიაშვილმა აღიდგინა თავდასხმის დეტალები. თავდამსხმელებს ჰქონდა ჩაქუჩი და ე.წ. ბეისბოლის ბიტები, რომლითაც ისინი თავის არეში, წელზე და ტანზე ურტყამდნენ, ასევე მუცლის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. თავდამსხმელს სავარაუდოდ ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი, რადგან გასროლის ხმა დაბალი იყო. ახლა ჯერი გამოძიებაზეა. ალექსი პეტრიაშვილისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ. უმოწყალოდ სცემეს, შეიძლება ითქვას, რომ მჭიდი დააცალეს, მერე ჩაქუჩით ურტყეს თავში და გონს რომ კარგავდა მაშინ იკივლა ქალმა", - განაცხადა ლევან სამუშაიამ.

რესპუბლიკური საავადმყოფო უკომენტაროდ დატოვეს გამომძიებლებმა.

ალექსი პეტიაშვლის დაკითხვა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ