სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი

სტუდენტი გოგონას წარმატებული ბიზნესი

სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით დაწყებული სოკოს წარმოება - თელავში, სოფელ კურდღელაურში დაიწყო. იყო ჩავარდნებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ დღეს სოკოს წარმოება ვითარდება და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე - თელავში იყიდება. ამ ყველაფრის სათავეში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მელანო დადალაური დგას. როგორი იყო წარმოების დაწყების პირველი ცდები და რა სამომავლო გეგმები აქვს მელანო დადალაურს? - ამის შესახებ თავად ახალგაზრდა მეწარმე მოგვითხრობს.

პირველი ნაბიჯები: "დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ სოკოს მოყვანა, იდეა მამას ეკუთვნოდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ შვილებს სოფელთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ. მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ განვითარებაში.

თავიდან სულ მცირე რაოდენობით დავიწყეთ სოკოს მოყვანა, რადგან გამოცდილება არ გვქონდა და ყველა არსებულ რისკს თავიდანვე ვერ გავთვლიდით. იყო ჩავარდნებიც, თუმცა დაუღალავი შრომისა და ბევრი ინფორმაციის მოპოვების წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი ავაწყეთ".

საწყისი კაპიტალი: "შენობა-ნაგებობა, რომელშიც სოკო მოგვყავს, ჩვენვე ავაშენეთ დიდი ხნის წინ, თუმცა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ ხდებოდა. წლების შემდეგ მოხდა მისი ფუნქციის შეცვლა და შესაბამისად მოწყობა, რათა სოკოს წარმოებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა. საბრუნავი თანხა მოვიძიეთ და ხელსაწყოები ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ. დაახლოებით 500 ლარზეა საუბარი, რომელიც საქმიანობის დასაწყებად გამოვიყენეთ".

წარმოება და მისი მასშტაბები: "სოკო თელავში, სოფელ კურდღელაურში მოგვყავს. ნამჯის დამუშავება ხდება სპეციალური მეთოდებით და შემდეგ მიცელიუმის დათესვა. ჯერ ინკუბატორში გამოგვყავს ტომრები, სიბნელეში და შემდეგ გამოსაყვან ოთახში გადაგვაქვს, სადაც უკვე 10-12 საათის განმავლობაში განათება ესაჭიროება. საჭიროა ტემპერატურისა და ტენიანობის დაბალანსება. ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით არ მოგვყავს, რადგან ტექნიკური დეტალების გაუმჯობესება მიმდინარეობს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია