14 მარტს, მიტევების კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მამა იოანემ აღნიშნა, შენდობის წესი ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს სრულდება.
„5 საათზე დაიწყება მსახურება და 6 საათზე ველოდებით მის უწმინდესობას და იქნება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, ადრე მონასტრებში შენდობას სთხოვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უდაბნოში სალოცავად მიდიოდნენ, ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, - აღნიშნა მამა იოანემ.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ამასთან, ტაძარებში შენდობის ლოცვები იკითხება, რომლის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
ყველა ქრისტიანი ვალდებულია უფლისგან და ახლობლებისგან პატიება ითხოვოს. ვის უნდა ვთხოვოთ პატიება, ვის უნდა შევუნდოთ და ვის - არა. მიტევების დღის ტრადიციებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) სუბრობს:
- როდიდან იღებს სათავეს მიტევების დღის ტრადიცია?
- მიტევების ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. შემცოდე ერის წინაშე საჯაროდ ინანიებდა. ახალი აღთქმის ეკლესია ამ კანონს მკაცრად ინახავდა და გვახსოვს, როდესაც მაცხოვრის განსჯის დრო დადგა, ხალხმა ბარაბა შეიწყალა და მისი "სინანული" სცნო. ერი მიუტევებდა ავაზაკსაც კი წელიწადში ერთხელ.
- რატომ დაადგინა ეკლესიამ მიტევების დღე დიდი მარხვის დასაწყისში?
- მარხვა სინანულის საწყისია, მაცხოვარი კი ბრძანებს: "მზე ნუ დავა განრისხებასა თქვენსა." ადამიანმა მარხვა სიწმინდით უნდა დაიწყოს, სული თუ აღსავსეა მოყვასისადმი მიუტევებელი ცოდვებით, არც უფალი მოგვიტევებს. ყოველდღიურად ვიმეორებთ ფორმულას: "მოგვიტევენ ჩვენ, ვით ასკეტიკით გაპოხილი სხეულიც არაფრის მომცემია, თუ მას მიტევების "ონკანი" არ ახლავს.
- ვის შეიძლება ვთხოვოთ მიტევება და რა ფორმით უნდა გავაკეთოთ ეს? ყველა ნაცნობს ხომ ვერ დავუკავშირდებით?
- ადამიანმა უპირველესად ღვთისაგან უნდა ითხოვოს შენდობა და შემდგომ იმ ადამიანებს უნდა მიაწვდინოს გულის ხმა, რომელთაც ხშირად ხედავს და გულს უმძიმებს მანკიერებით. ჩვენი სული ყველაზე უკეთ სცნობს, სინდისი სად გავარღვიეთ განაგრძეთ კითხვა
ასევე წაიკითხეთ: "მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან" - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ შენდობის შესახებ