"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტი დიანა მეტრეველი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი წერს და გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

"ჩემო ძვირფასო დიანა, ძალიან მეტკინა შენი მოულოდნელი, უცაბედი წასვლა, ვერც კი გადმოვცემ ახლა ჩემს მდგომარეობას... ამ წუთებში მთელმა ჩვენმა ერთობლივად გატარებულმა შემოქმედებითმა წლებმა ჩაიარა მოკლე დოკუმენტური ფილმივით, გამახსენდა, რომ შენთვის დაწერილ საორკესტრო პარტიებს ინსტრუმენტის სახელის ნაცვლად "დიანას" ვაწერდი, რადგან შენთვის ვწერდი, პირადად შენთვის...

გამახსენდა ჩვენი მოგზაურობები, რეპეტიციები, კონცერტები... ისიც გამახსენდა, რომ ბოლო დროს შენიშვნებით გიჭამდი ტვინს... ახლა როგორ განვიცდი ხომ წარმოგიდგენია... დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს ჩაგეხუტებოდი და ყველაფრისთვის ბოდიშს მოგიხდიდი...

არ ინერვიულო დიანა, შენი შვილების ზრდას და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს უყურადღებოდ არ დავტოვებ, ყოველთვის ვიქნები შენი ოჯახის გვერდით, შენი ორკესტრი კი ყოველთვის გაგიხსენებს, ეროვნული ორკესტრი, რომელსაც ძალიან ტკივა ახლა უშენობა...

მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! დღეს მაგრა "დაგვარტყი" ყველა შენიანს, მაგრამ შენი ბრალი არ არის, შენ ხომ სიცოცხლე გინდოდა...

ღმერთმა დაგიმკვიდროს მარადიული სიმშვიდე ცათა სასუფეველში!

ახლა კი თხოვნა: როცა გაგახსენდები ჩვენთვისაც ილოცე, ჩვენ ამას ვიგრძნობთ...", - წერს რაჭველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს