"ნარმანიას ახალი ჰობი აქვს: თავისი სახელობის ორმოების გადაღებას აპირებს" - მერიამ 37 000-ლარიანი ფოტოაპარატი შეიძინა

"ნარმანიას ახალი ჰობი აქვს: თავისი სახელობის ორმოების გადაღებას აპირებს" - მერიამ 37 000-ლარიანი ფოტოაპარატი შეიძინა

დავით ნარმანია და დედაქალაქის მერია საზოგადოების გაოცებას აგრძელებენ. მილიონი ხისა და ვარდის გარდა, ამიერიდან უკვე დავით ნარმანიას მიერ გადაღებული ფოტოების მოძიება მოგვიწევს. როგორც გაზეთი "ახალი თაობა" წერს, გაოცების ახალი მიზეზი დედაქალაქის მერიის მიერ გასულ კვირას შეძენილი საკმაოდ ძვირადღირებული ფოტოაპარატია. საუბარია 37 400-ლარიან "ქენონის" ფირმის აპარატსა და მის შესაბამის აქსესუარებზე.

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მერიას ახალი ფოტოაპარატის შეძენა არაფერში სჭირდებოდა: "მერს რამდენიმე ფოტოგრაფი ემსახურება, შესაბამისად, მერიაში არის ფოტოაპარატები. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რა საჭირო იყო 40 000 ლარის გადაყრა 2 ფოტოაპარატში. გამგეობები სოციალურად დაუცველებს ერთჯერადი დახმარების გაცემაზე უარს ეუბნებიან იმ საბაბით, რომ ბიუჯეტში პრობლემებია, ამ დროს ნარმანია ამხელა თანხას იხდის აპარატში", - ამბობს ხაბეიშვილი.

"ჯერ მილიონი ხის დარგვაზე გადაირია, მერე მილიონი ვარდის დარგვა მოითხოვა, ახლა, ეტყობა, ახალი ჰობი გაუჩნდა და თავისი სახელობის ორმოების გადაღებას აპირებს, ალბათ, გამოფენა უნდა მოაწყოს. მერიას, როგორც ვატყობ, მუზეუმად ან საგამოფენო ცენტრად გადააკეთებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."