ცნობილი სახეები "ეს შენ გეხება"-ს კამპანიაში

ცნობილი სახეები "ეს შენ გეხება"-ს კამპანიაში

ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები უერთდებიან კამპანიას "ეს შენ გეხება" და აპროტესტებენ ადამიანების პირადი ცხოვრებით დაშანტაჟებასა და თვალთვალს. "ჩვენ არ გვინდა, რომ გვითვალთვალებდნენ, სხვის პირად ცხოვრებას თავს გვახვევდნენ და ამაზე ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებდნენ, არცხვენდნენ და აშანტაჟებდნენ", - ვკითხულობთ კამპანიის ფეისბუქის გვერდზე, რომლის ფარგლებშიც გადაღებულ ფოტოსესიაში საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს მონაწილეობა: ნიკოლოზ რაჭველი, თეონა კონტრიძე, ნატო მეტონიძე, თეა დარჩია, დათო ტურაშვილი, ნინო კასრაძე და სხვები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებს 19 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ხვალინდენლი აქცია 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.

"ჩვენ ხვალ ვიკრიბებით, რათა გავაპროტესტოთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი - ეს არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მეორე არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს და მესამე - დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ხვალ დაგეგმილ აქციას და კამპანიას "ეს შენ გეხება" უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია