მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს

მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილე მაკა ასათიანი თანამშრომლების განცხადებაში დასახელებული აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრისთვის მზაობას გამოთქვამს.

როგორც მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას მიაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის, თანამშრომლების.

"გავეცანი რა ჟურნალისტების 5-პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ, დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ, გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი. ასევე მიმაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მაკა ასათიანი ეთანხმება იმასა, რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები სამუშაო გარემოს უნდა დაუბრუნდნენ.

"ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლების ნაწილი მოთხოვნების ხუთპუნქტიან წინადადებას აქვეყნებს, კერძოდ - ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე, ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები, უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება, მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია