სურვილების ასრულების დროა - წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის!

სურვილების ასრულების დროა - წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის!

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად კარგად ერკვევით ასტროლოგიაში იმიტომ რომ, ბოლო პერიოდში ალბათ ყველამ შეამჩნია, რომ საზოგადოებაში მღელვარებამ და ნეგატიურმა მუხტმა იმატა. ამას ყველაფერს ასტროლოგები, როგორც წესი, ე.წ. "დაბნელების სეზონს" მიაწერენ ხოლმე, რომელიც ამჯერად მარტის თვეს დაემთხვა. ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი ამგვარი "ღირსშესანიშნავი თარიღი" 9 მარტს, როცა მზის სრული დაბნელება მოხდა, ამჯერად კი მთვარის დაბნელებას ველით უახლოეს დღეებში - კერძოდ 23 მარტს. ამიტომ ჩვენი საიტის მკითხველებს ვთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ მხრივ.

გამომდინარე იქედან, რომ ამჯერად მთვარე ბნელდება პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლი და განწყობაზე დაკვირვება ქალებსა და ბავშვებს მოეთხოვებათ. შესაძლოა დაბნელების პერიოდში ასევე რამდენიმე დღე წინ და უკან, აქტიური იყოს წნევების ცვალებადობა, აგრესიული ფონი და გაღიზიანებადობა ადამიანებში. პატარა ბავშვები, როგორც წესი, უფრო მეტს ჭირვეულობენ ამ დროს ან სავსებით არაადეკვატურად იქცევიან. ამიტომ მეტი მოთმინება გმართებთ მათთან დამოკიდებულებაში. მთვარის დაბნელება დიდწილად მოქმედებს სუსტი სქესის წარმომადგენელთა ფსიქიკაზე. შესაბამისად, ძვირფასო კაცებო, გაგებით მოეკიდეთ თქვენი მეორე ნახევრების მხრიდან გამოვლენილ ემოციებს.

გამომდინარე იქედან, რომ დაბნელება სასწორი-ვერძის ზოდიაქოს ორბიტაზე ხდება გამძლეობაზე გადამოწმდება ბევრი ოჯახური კავშირი. იმიტომ რომ, დაბნელება ზუსტად რომ სასწორი-ვერძის ენერგეტიკას ააქტიურებს, სასწორი კი მოგეხსენებათ ქორწინებაზე პასუხისმგებელი ნიშანია. ეს თემა განსაკუთრებით აქტიური შეიძლება იყოს მათთვის, ვინც დაიბადა 21-25 მარტს, 23-27 დეკემბერს, 23-27 ივლისს, 24-27 სექტემბერს. ამიტომ საიმისოდ, რომ საბოლოოდ არ დაანგრიოთ ურთიერთობები დაბნელებისწინა პერიოდში და შემდგომ პლუს-მინუს ერთი კვირა მაინც, მაქსიმალური ლოიალურობა გამოავლინეთ პარტნიორთან მიმართებაში. გაუფრთხილდით ურთიერთობებს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ცხელ გულზე, აგრესიული ფონის თანხლებით.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს