"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

"უჩვეულო" პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

ჩრდილოეთ კორეა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ტოტალიტარულ ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ჩაკეტილ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობის, თანაც "უჩვეულო" საექსპორტო პროდუქტი გააჩნია.

ნახშირი

ცნობილია, რომ მსოფლიოში ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი ჩინეთი გახლავთ. საიდან იღებს ჩინეთი მილიონობით ტონა საწვავს? - აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის ძირითადი მიმწოდებელი გახდა - 2015 წლის მაისში ქვეყანამ ჩინეთში 1,8 მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტი მოახდინა.

ბუნებრივი რესურსების ექსპორტი საკმაოდ იოლი საშუალებაა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ფულის საშოვნელად, ამასთან მოსახლეობის კონტროლის შეუსუსტებლად. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი გაერო-ს სანქციების სიაში არ მოხვდა, ამიტომაც ამ გზით ჩრდილოეთ კორეა ფულს კანონიერად შოულობს.

ბალისტიკური რაკეტები

ჩრდილოეთ კორეა ასევე ცნობილია ბალისტიკური რაკეტების პროვოკაციული გაშვებებით, რომელსაც როგორც წესი, "ავაზაკი კაპიტალისტების მზაკვრობას" მიაწერენ. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს მხოლოდ ამისთვის არ იყენებენ, მათ საექსპორტოდაც უშვებენ, რითიც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარით ივსება. ბალისტიკური რაკეტების ექსპორტი მთავრობას საშუალებას აძლევს, განაგრძოს რაკეტების წარმოება შიდა მოხმარებისთვის.

იარაღის ქარხნები

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანაა, მისი არმია მილიონ ადამიანზე მეტს ითვლის. იარაღის უზარმაზარი ინდუსტრია ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთი საშუალება გახლავთ. ჩრდილოეთ კორეა იარაღის ექსპორტის გარდა, კლიენტებს იარაღის ქარხნების აშენებას სთავაზობს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ ეთიოპიის იარაღის ორი ქარხნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და საჭირო დანადგარებითაც აღჭურვა. გარდა ამის, ნიგერიასა და მადაგასკარშიც ააშენა სამხედრო ობიექტები.

ძეგლები

ჩრდილოეთ კორეაში კოლოსალური რაოდენობის ძეგლია აღმართული, რადგანაც ისინი პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს ქანდაკებების შეკვეთა.

ამგვარად, ზიმბაბვემ 5 მილიონი დოლარი გადაიხადა ქვეყნის პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს ორ ძეგლში. ასევე, ჩრდილოეთ კორეას დამზადებული აქვს ქანდაკებები ანგოლასთვის, ეგვიპტისთვის, ეკვატორული გვინეისთვის და გერმანიისთვისაც კი. ყველაზე დიდი შემკვეთი გახლავთ ნამიბია, რომელთანაც 2000-იანი წლების დასაწყისში გაფორმდა 60-მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გიგანტური სამხედრო მემორიალის ასაშენებლად.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა